შაკიკიბ შემომჩვავია, სათიბისა ბოლოსაო.
ისე ხრავდა რკინასაო, როგორც ხარი თივასაო.
გაუწყრეს წმინდა გიორგი, გაიპარა დილასაო.

ნაჯახით უნდა შეულოცო სამჯერ


 
შელოცვები
შელოცვა საუკუნობით ნაცადი და უებარი საშვალებაა საჭიროების შემთხვევაში. როცა საკუთარ თავს  შეულოცავთ, მაშინ წელზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ქამარი და ცეცხლთან შავტარიანი დანით ხელში სმჯერ უნდა წარმოთქვათ . შელოცვა აუცილებელი არაა ზეპირად იცოდეთ ,მას წაკითხვითაც იგივე ძალა აქვს.
სადაც შემლოცველმ უნდა ახსენოს ავადმყოფის სახელი იქ ყველგან მითითებულია ფრჩხილში ჩსმული მრავალ წერტილით.

  ნათვალავის შელოვა 

1. სახელი სახელითა, მამითა, ძითა და სულითა წმინდითა,
გასკდა კლდე გამოვარდა შავი კაცი, შავი ცხენით, შავი რახტით, შავი მოწყობილობით, ყრიდა დორბლსა და მოყარყაშებდა გზასა. შემოხვდა მთავარ ანგელოზი გაბრიელი და ჰკითხა :                                                                                                  -სად მიხვალ ,შავო კაცო, შავი ცხენით, შავი მოწყობილობით ?                                       -მივდივარ (.........) ტანში სისხლის სასმელად , ძვალის სახრავად.                                           -არ გაგიშვებ (........) ტანში არც სისხლის სასმელად ,არც ძვალის სახრავად.                     ასკარა, ბაძგარა,შავი ჭირის სამსალა (......) ავი თვალით, ავი სულით ,ავი გულით შემხედვარე. გაქარდეს ქარივითა, გაწყალდეს წყალივითა (......) ავი თვალით , ავი სულით , ავი გულით შემხედვარე.                                                                                                 იჯდა დედა მარიამი კარსა სამოთხისასა და ჰყრიდა ცრემლსა მარგალიტისასა, შემოუსწრო იესო ქრისტემ და ჰკითხა : ,,რად სტირი, დედაო მარიამ , რადა ჰყრი ცრემლებს მარგალიტისასა ?,,                                                                                                          - უიმე შვილო იესო , ურია ქენთელა შემომიხტა , სელის სკამი წამიქცია , კბილი ყველა ჩამომაყრევინა, შემთვალა, შემაყიჟინეულა.                                                                  -ნუ სტირი , დედაო მარიამ , ნურცა ჰყრი ცრემლსა მარგალიტისასა. თვალთა არამს- თვალთა ლახვარი, გულთა არამს-გულთა ლახვარი.                                                               წაიქცა ალუმბარი,წავარდა მარცხენა და მარჯვენა თვალი ამ (..........)                                  ავი თვალით ,ავი გულით შემხედვარეს. თვალს აყრია ასი კოდი ნაცარი , გულს ასვია ასი კოდი მახათი. გადააბიჯა ღობეზე, ის მოიშალა ღონეზე.                                   365 წმინდა გიორგის ბორძალი დაეცეს ამ (.......) ავი თვალით ,ავი გულით,ავი სულით შემხედვარეს. ღმერთო არგე ლოცვა ჩემი და ბრძანე შენი!

(სამჯერ შავტარიანი დანით და ნახშირით უნდა შეულოცო)

2.ნათვალავის შელოვა                                                                                                                 მოდიოდა შავი წყალი, შევუხვიე შავი ხელი, ამოვიყვანე შავი გველი, გადავარტყი შავი ჯოხი. ვაღვრევინე შავი ჟღამი. იმან რავა გხმეს, იმან რავა გაჟღეს-ისე გახმეს, ისე გაჟღეს (......) მისი ავი გულით, ავი სულით, ავი თვალით შემხედვარე. შენი სვი და შენი ჭამე , ჩემსას ჯვარი დამიწერე!

(სამჯერ შავტარიანი დანით და ნახშირით უნდა შეულოცო)

ნათვალავის თილისმა
მგლის ან მელიის პაწაწინა ნაღველი, ფრცჩხილები , გულისადა თვალის ნაწილები (გამხმარი),სამოთხის საკმეველი , დიდი ოხშაბათის სეფისკვერის ნაწილი, სამკურნალო ბალები ( ქრიტეს ბეჭედა , დედა ბოსტანა , ლაკარდია, მაჭკიდია, მგლის კბილა, წითელი ტყემლის ქრქი ,კატა ბალახა , ცოტა მწვანე შაბი, მუხის ნახშირი და ფესვის ნაწილი) ერთად უნდა დააწყო. აბრეშუმის სამფერი ძაფით (წითელი, თეთრი, შავი) უნდა შეკრა სამკუთხა ტყავში და უნდა დაკიდო ავადმყოფს.
ნათალავის წამალია აგრევე სხვადასხვა გვარის თორმეტი კომლის ძაღლის ან კატის ბალანი (სამკუთხა ტყავში უნდა გამოაკრა ) ან კიდევ ფუღუის ფეხები (უნდა გაახმო და სამკუთხა ტყავში გამოაკრა) .
                                                                                                                                                                    მოჟამული (ნაუჟმურუს)შელოცვა

ქაი დედა, ჰაი დედა, სი ურია,სი უჭყანე, დღაშით კოჩი ვარძირუნი,სერით მუსი გილაცაცა? მელე-მოლე ქაჯი უჩა, ტყას ნაუჟმურუ მითოხე უჩა. მუგოხვარუ ოფესი, გაგანქარი ღობესი, გუტე ვარა ვაგოიტე, დორხვილუ , დორხალუ სი ტყაში ნამშობი. ფუი, ვიშო განქარი ამდღარი ნაუჟმურუ.დოხუნას მოხვადიო,ედგინას მოხვადიო, შარასო, ყუდესო. სოდეთი მოხვად ვიშ განქარი  სახელითა ძე დო შური წმინდაით.ამინ! 

(ნიორით და დანით უნდა შეულოცოთსამჯერ)

გველის ნაკბენის შელოცვა

1. ანთესი, მანთესი, სანთეი იოხტურ ტაბახიტ. ნაკბენი მორჩეს, კნეინა მოკვდეს!
(თხილის ტოტი და წყალი უნდა შეულოცო. წყალი უნდა დალიოს შესალოველმა)

2. არე მარე, სარე მარე, სიაკურელი მარე, დუდო შხუო დო კუდელ ჭიფე, ნინა გობარზალებული. არე, მარე სარე მარე.
(ლაკარდიას დო ბროწეული ფოთლები ერთად უნდა დანაყო და ნაკბენზე დაადო)

მორიელის ნაკბენის შელოცვა

მორიელი მორი სქუა, ჩხორო დიდა, ჩხორო სქუა. სხეულიშ ფურცელს ჭკომუნქ დო სეულში ფურცელს ურისუა.                                                                                                                                     
(9 ცალი მსხალი ფოთლით უნდა შეულოცო, უნდა დასრისო და მორიელის ზეთთან ერთად უნდა დაადვა ნაკბენზე



About Me

Powered by Blogger.

Followers

Sample Widget